ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს

ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს.

„უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს. ეს ეროვნული და ევროპული ინტერესების საკითხია. თუ ეს ასე გაგრძელდება, ჩვენ კოლექტიურ ეკონომიკურ ხაფანგში აღმოვჩნდებით“, - თქვა ორბანმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმა მიიღოს უკრაინა საკუთარ რიგებში 2023 წელს, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის სახალხო პარტიამ დაადასტურეს, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

„ჩვენ ვიცით, როდის აპირებენ ისინი მათ მიღებას. ეს რაღაც გაურკვეველი მომავალი კი არ არის. ის აქ არის, კარს მომდგარი“, - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია უკრაინაში ომსა და ფინანსურ მხარდაჭერას დაუკავშირა. „ამ უბედურმა ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას უკვე გაუგზავნეს 140 მილიარდი ევრო. ეს ფული ევროპულ ეკონომიკაში რომ ყოფილიყო, სტაგნაციის ნაცვლად გვექნებოდა ზრდა“, - თქვა მან.

როგორც ორბანმა დასძინა, უკანასკნელ სამ წელიწადში მხოლოდ უნგრეთმა დიდი რაოდენობით ფული დაკარგა. „სამ წელიწადში უნგრეთმა 20 მილიარდი ევრო დაკარგა ომის გამო. ჩვენ ვართ 10-მილიონიანი ქვეყანა. თუ ჩვენ ამდენი დავკარგეთ, რას დაკარგავდნენ გერმანელები 84-მილიონიანი მოსახლეობით?“, - თქვა ორბანმა.

ორბანის თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან მილიონიანი არმიის დაფინანსებას მოითხოვს, ევროპა კი ამას ამერიკის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.