ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი გარკვეულ თემებში პოპულარობით თავის თანამოაზრეებს ჩამორჩება.
„ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს. მისი მხრიდან ფიზკულტურის გაკვეთილების დემონსტრირებაც და კრივში მეცადინეობაც იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ისაა, ვინც რევოლუციის გზაზე ახალგაზრდობას გაუძღვება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საჭიროა დაახლოებით 2000 ადამიანის მობილიზება, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელის დაჭერასაც კი შეძლებენ.