რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა. მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. გარდა ამისა, ერთმანეთს ნიკა გვარამია და ნიკა მელიაც დაუპირისპირდნენ.
მელია უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა, ადასტურებს, რომ ის და გვარამია პარტიულ საქმიანობას დიდი ხანია სხვადასხვა ოფისიდან ეწევიან.
„არ არის, სამწუხაროდ, ისეთი ერთი ოფისი, სადაც ყველანი ვეტევით. მსმენია, რომ ნიკა ნიკას არ ელაპარაკება, ჩვეულებრივი მეგობრული, თანამებრძოლური ურთიერთობა გვაქვს“,- აღნიშნა მელიამ.