თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროკურორმა მტკიცებულებები შეაჯამა, წარადგინა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. პროკურორის თქმით, ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩიკვაიძემ დაზარალებული მოატყუა და ძვირადღირებული იახტის შესაძენად გადახდილი ფული მიითვისა.

პროკურორ გიორგი ჯავრიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ მხარესა და ბრალდებულებს შორის განხორციელებული ხმოვანი შეტყობინებებითა და მიმოწერებით დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული.

„ბრალდებულების მხრიდან მითვისების განზრახვა წარმოიშვა, როდესაც უკვე ჩაირიცხა მათ ანგარიშზე დაზარალებულის თანხები", - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი ჩიკვაიძესა და გიორგი პაპიაშვილს „ელთ ბილდინგი” კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმის“ დირექტორებს 416 000 ევროს ედავება.