უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას სარატიფიკაციოდ აშშ-თან გაფორმებული წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ტარას მელნიჩუკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი კი წერს, რომ კანონპროექტის გასაცნობად პარლამენტის წევრებს ერთკვირიანი ვადა აქვთ. რადა დოკუმენტს, სავარაუდოდ 13-15 მაისს განიხილავს. ჟელეზნიაკი იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეთანხმებას კენჭი 8 მაისს უყარონ.
ცნობისთვის, აშშ-მა და უკრაინამ რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერეს.