გურამ მაჭარაშვილი - მივმართავ ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ უჭერს მხარს, რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რომ შეეშვათ დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას

გურამ მაჭარაშვილი - მივმართავ ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ უჭერს მხარს, რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რომ შეეშვათ დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას

მივმართავ ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ უჭერს მხარს, რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რომ შეეშვათ დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2006 წელს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის მოკლული ახალგაზრდების მშობლებს უსმენენ.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადა არ იქნება საკმარისი, რომ ბოლომდე ამოიწუროს თემა, რადგან 9 წელიწადში ბევრი ცუდი საქმის გაკეთება მოესწრო.

„სამწუხაროდ, არ სრულდება იმ ადამიანების აქ მოსვლა, რომლებიც არიან მსხვერპლი და რომელთა ოჯახის წევრებიც პირდაპირ გაანადგურა ხელისუფლებამ. მინდა, მივმართო ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის მამა და დედა, რამდენი განადგურებულ ოჯახში ცოცხლად დარჩენილი და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონებაწართმეული ადამიანი, მორალის მქონე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებდა თავს მოსვლაზე, რამდენი უნდა მოვიდეს? გვითხარით, ბატონებო, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას.

კითხვა გვაქვს, კომისიის წევრებს, პარლამენტის წევრებს. მართალია, კითხვებზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ მათ შორის დაზარალებულების სახელითაც, ვკითხოთ ევროკავშირს ელჩს, რომელიც პირაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ქადაგებდა წინასაარჩევნოდ და დღესაც იგივე პოზიციაზეა. სამწუხაროდ, გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ არის კარგი ოპოზიცია, უბრალოდ ციფრი დაგვისახელონ, რამდენი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადა არ ეყოფა რომ ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოწუროთ ეს თემა, რადგან 9 წელიწადში ბევრი ცუდის გაკეთება მოასწრეს. მგონი, არ იქნება ცუდი, გვიპასუხონ ამ კითხვაზე, რამდენია საჭირო, რომ თქვენ შეეშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას. ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს დემოკრატიას გვიწუნებენ, სამწუხაროდ, კითხვებიც არ ექნებათ. ევროკავშირის ელჩი რომელიც ქვეყნიდანაც არის, პოლონეთიდან, იქიდან რომ ჩამოვიდნენ ზუსტად ამ რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გასაპარებლად, ის ექიმები გამოაგზავნეს, ნაწილ-ნაწილ რომ უნდოდათ გაეტანათ „ვივამედიდან“ სააკაშვილი, იმათ კითხვები რატომ არ აქვთ ახლა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.