ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება

ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება

ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ისევე წააგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც წინა ცხრა არჩევნები წააგო.

„ოპოზიციას ვურჩევ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს, რადგან საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ოპოზიციას იგივე რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რაც მანამდე ჰქონდა. ოპოზიციამ როგორც წინა ცხრა არჩევნები წააგო, ასე წააგებს – მეათე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ოპოზიციის ერთიანობაზე საუბარი მცდარი აღმიჩნდა, რადგან არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა და ისინი ვერცერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. დაპირისპირება აქვთ თვითმმართველობის არჩევნების თაობაზეც. ოპოზიციის ერთიანობა ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.