2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.
ირაკლი გედენიძე იხსენებს ტობავარჩხილზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მომენტს, როდესაც მან ჰკითხა თუ ვინ „გაუჩალიჩა“ დაკავება ახალაიამ, თუ ვანო მერაბიშვილმა.
„ახალი გამოშვებულები ვიყავით საშინლად დასტრესილები. ქუჩაში ვერ გავდივარ ელემენტარული ყველაფერში ეჭვი შემაქვს. მეუღლემ და მეგობრებმა მოდი მთაში წავიდეთო, თანხა გადავიხადეთ, რაღაც ტური იყო ტობავარჩხილზე და წავედით.
5 დღის სავალი იყო ასვლით-ჩამოსვლით, მეორე ღამეს უკვე რომ ვათენებდით ცოტა ამინდი გაუარესდა და აღარ მივდივართ, ვკითხულობთ რატომ არ მივდივართ და ვიღაცას ველოდებითო. ანუ ყველამ იცის თურმე, რომ იქ სააკაშვილი უნდა ამოვიდეს. არის მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები, არჩევნების წინა პერიოდია. მერე ვიღაცამ ჩუმად გამაგებინა, რომ სააკაშვილს ველოდებითო დროში რომ გაიწელა. ხუმრობით ვთქვი რა იყო აქ რომ არ ვენახე იქ ვერ მნახავდა თქო. ავედით, დავბანაკდით. ამოვიდა შემომხედა, სხეულის ენა ასე თუ ისე ვიცი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ გაჰკვირვებია იქ, რომ დამინახა. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაბანაკდნენ გაშლილ მინდორზე იმ ადგილას, სადაც ჩვენც უნდა ვყოფილიყავით. უარი ვთქვი, წავედით, სადღაც 50 მეტრით მოვშორდით, ცოტა უარესი ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ ქვიანია მინდორს ვერ იპოვი, ქვიანზე გავათენეთ ჩვენს კარვებში ღამე.
მეორე დღეს უკვე ასული იყო თვითონ და ჩამოვიდა, იქვე ვზივარ იმ ადგილას სანამ არ ჩამოვიდოდა, დამიძახა მოდიო, ხელით მანიშნა, დაცვა მაშინვე ახლოს დადგა, დაცვა გააგდო, არ მჭირდები შენო უნდა ველაპარაკო პირისპირო. მოკითხვის შემდეგ როგორ ვარ ჯანმრთელობით, როგორ გადავიტანე ეს ფსიქოლოგიურად, მეთქი გამოვდივარ, აი ასე დავდივარ. ერთი კითხვა მაქვს ვინ „გაგიჩალიჩა“ ეგ ამბავიო. დავიბენი, ამ ამბავს მე კაი ხანს არ ვყვებოდი არსად , იყო ეჭვი ახალიამ თუ ვანომ. მე ვერც მივხვდი ამ შიდა ინტრიგებში გარკვეული არ ვიყავი რა ხდებოდა იქ. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. კარგი გასაგებიაო ასე მითხრა და კარგი აბა წარმატებები თქო და მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
ირაკლი გედენიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ჯაშუშობისთვის დაიჭირა საერთო ფოტოს გადაღება შესთავაზა პოლიტიკური მიზნებისთვის საარჩევნოდ.
„ბოლოს კულმინაცია ის იყო, რომ აი ამ ორგანიზატორებთან და მოლაშქრეებთან ერთად, მე უკვე დისტანცირებას ვცდილობდი. დამიძახა და მკითხა რატომ ხარ მარტოო, ჩვენთან ერთად გადაიღე ფოტოო, საერთო ფოტოს იღებდნენ. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური სასჯელს ვიხდი ყოველ ოთხშაბათს პრობაციაში უნდა მივიდე, რომ დავფიქსირდე, ქალაქიდან ვერ გავდივარ და მეუბნება, რომ ჩემთან ერთად მოდი, ფოტო გადაიღე. გადავხედე ჯგუფია და ერთ-ერთს ვთხოვე, გამოვართვი დროშა და სახელმწიფო დროშით ჯგუფის კუთხეში დავდექი, თორემ იქვე უნდოდა რომ ვმდგარიყავი. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი რომ გავაანალიზე მესიჯი რა იქნებოდა. ეს ფოტო იმიტომ, ტომ არ დამდგარიყო გადაიღო ცემმა მეუღლემ. ეს ფოტო „ქავერად“ დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე, ჩემთან ერთად გადაღებული“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.