აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას.
„როდესაც ხედავენ, რომ ფერადი რევოლუციის ტრადიციული მეთოდებით მიზანს ვერ აღწევენ, რა თქმა უნდა მთავარი გამოწვევა, რასაც ისინი ახლა უყურებენ, არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამიტომ დღეს მთავარი სამიზნე მათთვის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გარშემო შექმნან გარკვეული დაძაბულობა. ეს არის ამ „ქართველების“ ამოცანა. თუ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაუარესდა, სოციალური ვითარება არ გაუარესდა, ამ მავნე მიზანს ისე ვერ აღწევენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ეკონომიკური ზრდისა და მიღწევების გადასაფარავად BM.GE - იმ გამოაქვეყნა „ეისითი კვლევა“ სათაურით „საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია“. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს ჩაატარა და რვაასი ადამიანი გამოჰკითხა. „ეისითი კვლევის“ ხელმძღვანელი თინათინ რუხაძე ოპოზიციური აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ეს მის მიერვე გამოქვეყნებული სტატუსებით დასტურდება.