„წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში. როდესაც ოთახში შევდიოდით წითელ ჯვართან, გაგვაფრთხილეს, ჯიბეში ჩამიგდეს რაღაც, ეს ის არისო, იცოდეო, რომ გისმინოთო, იქ რამე რომ არ წამოგცდესო“-განაცხადა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„მე რომ შევედი ვუთხარი, თქვენთან საუბარი არ მინდა მეთქი და უნდა გავიდეთქო. წითელი ჯვრის წარმომადგენელი გოგონა მეუბნებოდა, რომ ყველა პატიმარი ვინც შემოდისო, ყველა გვეუბნება ერთი და იგივე ტექსტსო და რა ხდება ხალხო აგვიხსენით, გვითხარითო. არავის სურვილი არ ჰქონდა მათთან საუბრის. იცოდნენ, რომ მათთან საუბრის შემდეგ საშინლად დასჯიდნენ“-განაცხადა აბდალაძემ.