ლევან მაჭავარიანი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ გავიმარჯვებთ, საიუბილეო მე-10 გამარჯვება იქნება და კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება რა რეიტინგი აქვს დღეს ოპოზიციას

ლევან მაჭავარიანი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ გავიმარჯვებთ, საიუბილეო მე-10 გამარჯვება იქნება და კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება რა რეიტინგი აქვს დღეს ოპოზიციას

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ გავიმარჯვებთ, საიუბილეო მე-10 გამარჯვება იქნება და კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება რა რეიტინგი აქვს დღეს ოპოზიციას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაავალებენ უცხოელები და მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენ ვაპირებდით სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებამდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გაფართოვდა მანდატი და დროებითი საგამოძიებო კომისია დღემდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, არ გვინდოდა, რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში მომხდარიყო, რომ ორი კვირით ადრე აკრძალულიყო ან ერთი პარტია, ან კოლექტიურად „ნაციონალური მოძრაობა“ რადგან ბევრი სასპეკულაციო ექნებოდათ უცხოელებს, მათ პატრონებს.

ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და პირობას ვაძლევთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად, წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ ჩვენ გავაქრობთ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.