ლევან მაჭავარიანი: ფსონი იყო მასზე დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ

ლევან მაჭავარიანი: ფსონი იყო მასზე დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ

ფსონი იყო მასზე [ზურაბიშვილზე] დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა როლი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის კონსოლიდაციაში.

„ქალბატონი ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზებელი იმ ინსტრუქციების, რაც რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მოდიოდა. ის უბრალოდ ამ ყველაფერს აცენტრალიზირებდა. ამ ქალბატონზე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სისხლიან რეჟიმთან რაიმე კავშირი ჰქონდა, შესაბამისად, სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ფიგურა. დანარჩენები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ასოცირდებიან ან სისხლიან რეჟიმთან, ან ბიზნესის რეკეტთან, ან ქვეყნის ღალატთან და ა.შ. ფსონი იყო მასზე [ზურაბიშვილზე] დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ. ახალი ინსტრუქცია ან ჯერ არაა წამოსული [უცხოელებისგან], ან წამოვიდა - დრო მოვიდა, რომ „ჩავრეცხოთო“. უკაცრავად, როცა ამას ქალბატონზე ვამბობ. შესაძლოა ინსტრუქციები წამოსულიც არ არის და ქაოსია. ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.