ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებისგან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით იმას, რომ ისინი ყველაფერს არასახელმწიფოებრივს აკეთებენ

ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებისგან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით იმას, რომ ისინი ყველაფერს არასახელმწიფოებრივს აკეთებენ

მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებისგან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით იმას, რომ ისინი ყველაფერს არასახელმწიფოებრივს აკეთებენ, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის მორიგ შეტევას საქართველოზე.

ლევან მაჭავარიანის თქმით, „კიდევ უკანა პერიოდზე რომ გადავახვიოთ, ისინი დადიოდნენ კაბინეტებიდან კაბინეტებში, სხვადასხვა რადიკალურ ოპოზიციურ წარმომადგენლებთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია არ აგვეღო“.

„დადიოდნენ და მერე უკვე როდესაც მიხვდნენ, რომ ჩვენ ვიღებდით კანდიდატის სტატუსს, ერთმანეთზე დაიწყეს დაბრალება კაბინეტებში იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ახლა დადიან და იხვეწებიან რამენაირად იქნებ ჩვენ შეგვიჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. აქედან გამომდინარე ვეძახით ჩვენ ზუსტად მაგ კატეგორიის ხალხს უსამშობლოებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული.