ჯეფრი საქსი: რუსეთი ნატოს საკუთარ საზღვრებთან არასდროს დაუშვებს

ჯეფრი საქსი: რუსეთი ნატოს საკუთარ საზღვრებთან არასდროს დაუშვებს

ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს საკუთარ საზღვრებთან.

„რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს, ანუ აშშ-ს საკუთარ საზღვრებთან. ის ვერ შეეგუება იმას, რომ აშშ-ს ჰქონდეს სამხედრო ბაზები უკრაინაში. საერთოდ, აშშ-ის მცდელობა ამ იდეის წამოწევის შესახებ პოკერის უპასუხისმგებლო თამაშს ჰგავს, იმიტომ, რომ აშშ-ში და აშშ-ის მთავრობაში სულელი ადამიანები არიან“, - თქვა საქსმა.

მან პარალელები ამერიკულ რეალიებთან გაავლო და აღნიშნა, რომ არც აშშ შეეგუებოდა იმას, რომ რუსეთს კანადაში ან მექსიკაში საკუთარი ბაზები ჰქონოდა.