აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ლოურენს უილკერსონმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოში შეცდა, ხოლო რუმინეთში არა.
მისი თქმით, აშშ-მა რუმინეთში საპრეზიდენტო რბოლიდან კალინ ჯორჯესკუს ჩამოშორება შეძლო.
„საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. ის იყო ის ადამიანი, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა“, - აღნიშნა უილკერსონმა.