აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან, რაც ამერიკას არ მოსწონს.
ამის გამო, როგორც თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, აშშ-ს საქართველოს მთავრობაში წინა ხელისუფლების მოყვანა სურს.
„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ წინა მთავრობა, იმიტომ, რომ მათ, როგორც თქვენ იცით, სურთ რუსეთთან დაპირისპირება, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ. მაგრამ დღევანდელი მთავრობა ძალიან დაბალანსებულია. მათ სურთ კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ამიტომაც მათ დამხობას ვცდილობთ. ასე მიგვყავს დღეს საქმეები. ჩვენ პირდაპირ არ ვმოქმედებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების პირდაპირი ჩარევით ვმოქმედებთ, რომლებიც ამას ნებსით თუ უნებლიედ აკეთებენ“, - თქვა უილკერსონმა.
მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“, „დემოკრატიის დაცვის ფონდი“ და ასე შემდეგ.
თადარიგის პოლკოვნიკმა აგრეთვე დასძინა, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების დამხობა ვერ შეძლეს, თუმცა რუმინეთში მათ საპრეზიდენტო რბოლიდან კალინ ჯორჯესკუს ჩამოშორება შეძლეს. „საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. ის იყო ის ადამიანი, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა“, - აღნიშნა უილკერსონმა.