ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას

ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას

რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„იქნება ნაკლები ბიუროკრატია და ყველგან, სადაც არის ნაკლები ბიუროკრატია, რა თქმა უნდა უფრო ეფექტურია სამუშაო პროცესი. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტს გამოყოფდი: მოქალაქეს თავისი ინიციატივით შეუძლია უკვე მიმართოს არა კომიტეტს, არამედ უშუალოდ დეპუტატს და შესაბამისად დეპუტატების ჩართულობაც იქნება რა თქმა უნდა უფრო აქტიური“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.