ვიტალი კლიჩკო: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს შეიძლება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას

ვიტალი კლიჩკო: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს შეიძლება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას

უკრაინის დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ უკრაინას შესაძლოა მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება რუსეთისთვის ტერიტორიების ნაწილის დათმობაზე თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს არა გამოსავალი, არამედ უსამართლობა იქნება. მით უფრო, რომ პუტინის დაჯერება არ შეიძლება, - განაცხადა კიევის მერმა BBC-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„პუტინს მხოლოდ ძლიერი პოზიციის და ძალის ესმის, ამიტომ ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ ფრონტის ხაზზე, პოლიტიკურ არენაზე. ტრამპიც უკვე ხვდება ამას და მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსეთის დაჯერება არ შეიძლება ისინი ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ჩვენ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება.

ევროპას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მხოლოდ სამშობლოს კი არა, ევროპასაც ვიცავთ. რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობა ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა მითუმეტეს, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს შეიძლება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას. ეს შეიძლება იყოს დროებითი გადაწყვეტილება. გრძელვადიან პერსპექტივაში მიტაცებული ტერიტორიების აღიარებას უკრაინელი ხალხი არ შეურიგდება“, - განაცხადა კლიჩკომ.