დეზინფორმაციის მორიგ კამპანიას ჯო უილსონი უერთდება

დეზინფორმაციის მორიგ კამპანიას ჯო უილსონი უერთდება

სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.

„სიგიჟის ახალი დონის მიღწევით ამერიკის მოძულე „ქართული კოშმარის“ რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ მას შემდეგ, რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს „დიფსთეითის“ ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად, ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია, სანქციები და ახალი არჩევნები. #MEGOBARI““, - წერს უილსონი.

აღნიშნულ საკითზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მარბიელი 1981 წეის ეს სალახანა რამდენი წლის იყო ნეტავი, როცა აშშ-შ- უკანასკნელად (ჯერჯერობით) გაასამართლეს ფერადკანიანი ლინჩოდ წესით და ხეზე ჩამოკიდეს?
ბარემ: ამის დიდი ბაბუა ვალების გამო ჯერ კიდევ არ იყო გაქცეული ევროპიდან, როცა 1824 წელს ევროპაში ადამიანი შეხედულებისათვის ცეცხლზე დაწვის ინკვიზიციამ!
თუ ეგ ფულს დახარბებული არსება არაა საქართველოში ადამიანის უფლებებს რომ მისტირის, მართლა საშინელებები ხდება თურქეთში, ათასები ციხეში ... სისხლის მდინარეები, რატომ ხმას არ იღებს? იმიტომ რომ თურქეთი დიდია და დედას მოუტყნავს?
4 საათის უკან