ზაზა შათირიშვილი: რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და ამავე დროს იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული

ზაზა შათირიშვილი: რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და ამავე დროს იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული

განსხვავებით წინა პაპისგან, ბენედიქტე მეთექვსმეტისგან, რომელიც იყო ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჭვრეტითი ცხოვრების ადამიანი, ეს იყო ქმედებითი ცხოვრების ადამიანი და ეს არც არის გასაკვირი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის LIVE“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა რომის პაპის ფრანცისკეზე საუბრისას.

მან რომის პაპის ფრანცისკეს მმართველობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ იგი ძალიან ქარიზმული იყო.

„რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და თან ამავე დროს, იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული.

განსხვავებით წინა პაპისგან, ბენედიქტე მეთექვსმეტისგან, რომელიც იყო ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჭვრეტითი ცხოვრების ადამიანი, ეს იყო ქმედებითი ცხოვრების ადამიანი და ეს არც არის გასაკვირი“, - განაცხადა შათირიშვილმა.

მისივე თქმით, იგი იყო „იესოს საზოგადოების“ წევრი, რომლის წესია, რომ ამ საზოგადოების წევრი პაპი არ უნდა გახდეს, თუმცა მოხდა ისე, რომ იგი პაპი გახდა.

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფება. დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.