ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემებიც განიხილებოდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ორბანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უნგრეთი თავისი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის ფარგლებში ყიდის.

მან ასევე განაცხადა, რომ ასეთი ხასიათისა და სპეციფიკის იდეა შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ.

ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ 2004 წელს ევროკავშირი ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც დღეს არის, უნგრეთი კავშირში გაწევრიანების განაცხადს, სავარაუდოდ, არ გააკეთებდა.