ნინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს გრანტზე: ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული

ნინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს გრანტზე: ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა.

„ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებით და სწორედ ეს ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ადამიანები და აქტივისტები იყვნენ, ვინც რევოლუციურ და ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა განაცხადა ნინო წილოსანმა.

საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ კიდევ ერთი წერილობითი კითხვით მიმართა. საუბარია „პენ ჯორჯიასა“ და „სოვლაბის“ დაფინანსებაზე.