მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როდესაც ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოსაა ევროპასთან, რატომ ამბობენ ამას, იმიტომ, რომ რაღაც ინტერესები არსებობს

მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როდესაც ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოსაა ევროპასთან, რატომ ამბობენ ამას, იმიტომ, რომ რაღაც ინტერესები არსებობს

როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებსა და აშშ-ს წინა ადმინისტრაციაზე საუბრისას.

„ერთია, რას აცხადებენ და მეორე - რა არის სინამდვილეში. უკრაინა და მოლდოვა თურმე უფრო ახლოს არის დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და საქართველოა შორს. როდესაც ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოსაა ევროპასთან, ყველას აქვს იმის გონებრივი შესაძლებლობა იფიქროს - რატომ ამბობენ ამას, იმიტომ, რომ რაღაც ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.