ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა.
„მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს“, - აღნიშნა სენატორმა.