არჩილ გორდულაძე: გრანტი მიეცათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს, ისინი პირდაპირი გაგრძელებები არიან იმ დიდი ობობის ქსელისა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

არჩილ გორდულაძე: გრანტი მიეცათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს, ისინი პირდაპირი გაგრძელებები არიან იმ დიდი ობობის ქსელისა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

გრანტი მიეცათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს. სხვადასხვა სახელისა და გვარის, სხვადასხვა ორგანიზაციებში გაერთიანებულ ადამიანებს, მაგრამ რეალურად, პირდაპირი გაგრძელებები არიან იმ დიდი ობობის ქსელისა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით საფრანგეთის საელჩო არც იმაზე აიღებს პასუხისმგებლობას, თუ რას მოხმარდება გრანტის სახით გაცემული თანხები.

„თუ საფრანგეთის საელჩო პატივს სცემდა იმ ქვეყანას, სადაც არის წარმოდგენილი, ჩვენ ქვეყანასა და სამშობლოს, რა თქმა უნდა, დაელოდებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას. მესამე მოსმენით იხილებოდა საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კანონი, ეგზავნებოდა პრეზიდენტს და შემდეგ, მალევე გამოქვეყნდა და დაელოდებოდა კანონის ძალაში შესვლას. შესაბამისად, კეთილი მიზნები, რომ ჰქონოდა საქართველოს მთავრობასაც მიმართავდა გრანტის
გაცემის თაობაზე თანხმობის მისაღებად. ის ვიცით, რომ გრანტი მიეცათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს. სხვადასხვა სახელისა და გვარის, სხვადასხვა ორგანიზაციებში გაერთიანებულ ადამიანებს, მაგრამ რეალურად, პირდაპირ გაგრძელებები არიან იმ დიდი ობობის ქსელისა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. შემდეგში ეს თანხები რას მოხმარდება, არც ამაზე აიღებს ელჩი პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა გორდულაძემ.