ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.
კითხვა: სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია გაქვთ? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იგი პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე?
ჯო უილსონი: მე ამაში მონაწილეობა მივიღე, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის ინაუგურაციაზე. ის პრეზიდენტის კაბინეტის წევრებს შეხვდა, როდესაც აქ იმყოფებოდა. ბატონო პრეზიდენტო, როგორც მე ვამბობ, ჩვენ კონფლიქტის მდგომარეობაში ვართ.
კითხვა: რას ფიქრობთ მომიტინგეებისთვის სამხედრო დახმარებაზე?
ჯო უილსონი: თუ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ, გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, პოლ მასაროს კომისიას.
პოლ მასარო: ბატონო პრეზიდენტო, მე დავუკავშირდები საჭირო ადამიანს და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ წინადადებებს, აზრებს და მსგავს რამეებს.