ჯონდი ბაღათურია: საქმე უფრო მძიმედ არის, მალე გავა სხვა კადრებიც, განიხილება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. საუბრებში მონაწილეობს არა მხოლოდ ნანუაშვილი და ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი მტერი, ბატონი ჯო უილსონი

ჯონდი ბაღათურია: საქმე უფრო მძიმედ არის, მალე გავა სხვა კადრებიც, განიხილება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. საუბრებში მონაწილეობს არა მხოლოდ ნანუაშვილი და ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი მტერი, ბატონი ჯო უილსონი

საქმე უფრო მძიმედ არის, ვიდრე ამ ანონსში ჩანს და ახლა მალე გავა სხვა კადრებიც, თუმცა მინდა „იმედი LIVE“-ს ჰქონდეს ამის ექსკლუზივი, აქ მიდის, განიხილება საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საუბრებში მონაწილეობენ არა მხოლოდ ნანუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი და ბებერი მტერი, ბატონი ჯო უილსონი, კონგრესის წევრი.

„მას ჰგონია, რომ ის ელაპარაკება პოროშენკოს. მას ეუბნებიან თქვენ რას იტყვით სამხედრო, შეიარაღებული ფორმირებების გამოყენების შესახებ. ის პირდაპირ მიუთითებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში მოდით დავუკავშირდეთ მასაროს. მასარო არის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი. ის ამბობს, რომ მასარო კოორდინირებს „ბოევიკებს“, დაქირავებულ „ბოეკივებს“. მათ შორის ახსენებს ქართველებს და ეს ჯგუფი გამოიყენეთო საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მოსაწყობად. თუმცა, სალომესთანაც მიდის ეს საუბარი და სალომეც ამბობს, რომ მშვიდობიანი გზებით ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდებაო. ანუ, ამათმა იციან, რომ საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დამხობა უნდათ შეიარაღებული ფორმირებების გამოყენების გზით, რომ უკრაინიდან გადმოსხან რაღაც ნაწილი „ბოევიკების“, აქ თოფის სროლა ატეხონ და ამ გზით ჩაიგდო ძალაუფლება ხელში“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაებნენ. რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.

სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილის გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

ნანუაშვილმა საუბრისას აღიარა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია.

მარბიელი ეს თუ ზღაპარი არაა, სადაა უსაფრთხოების სამსახური? ჯერ ის "შავი კაცი" ნანუაშვილი დაკითხონ "შეიარაღებულ კერძო დაცვის სამსახურზე"
3 საათის უკან