ვლადიმერ ბოჟაძე: გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე

ვლადიმერ ბოჟაძე: გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე

გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. საუბარია ელჩის განცხადებაზე: „არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.

ვლდიმერ ბოჟაძის თქმით, ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი.

„ეს მიუთითებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე. არაფერს ვლაპარაკობ უკვე 2012 წლის შემდეგ.

ყველაზე მთავარი, თქვენ იცით, რომ ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში, ბრიუსელში, სტრასბურგში, მათ შორის, სამწუხაროდ ბერლინშიც მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი და სამართალდამცავების მიმართ გაურკვეველი სანქციების დაწესება სრულიად გაუგებარია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Aburjga Tasmanieli გერმანიას ადამიანის უფლებები რგორ არ ადარდებს?! მაგათ ისეთი ტრადიციები აქვთ ადარდებს კანეშნა! მაგალითად 1939-1945 წლებში მილიონობით ადამიანი გაგუდეს გაზის კამერებში და დაწვეს ცეცხლში, დახვრიტეს> ცამოახრჩეს!
22 საათის უკან
მარბიელი მთელი ოცნება თუ ისე ფიქრობს, როგორც ეს ლენჩი, ცუდად ყოფილა ხელისუფლების საქმე!
რომ არა იმ ევროპის მხარდაჭერა, (ამას თვითონაც აღიარებენ) 2012 წელს ოცნება ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა; და რა, ოცნება ნააგენტარია, თუ შევიწროებული აგენტი?
ხოშტარია რუსის აგენტიაო; ასე შეძლება ხაბემ ილაპარაკოს; ხელისუფლებაში მყოფის ასე ლაპარაკი კი იმ ცვედანს ჰგავს, რომელსაც უნდა და არ შეუძლეა; თუ აგენტია მოიპოვე და გაასაჯაროვე მტკიცებულება სხვა შემთხვევაში ოვანიშვილი და კალაძეც აფინსებდნენ ნაცებს და რა, ისინი ვისი აგენტები არიან ან იყვნენ?
გახარია აგენტია, მაგრამ გარე ზეწოლით ვაწინაურებდითო; იქნებ დღეს კიდევ ვიღაცის ზეწოლით აპიარებთ სხვას? (კობახიძეს) სიტყვაზე არავინ არავის ენდობა დღეს! ან თუ აგენტი იყო გახარია და დააწინაურეთ, კოლექტიურად რომ სიგ უძვრებოდით? "გამორჩეული ლიდერი" "ოცნების სახე" "სუპერძალოვანი" ...
ოცნებამ ჭკუას თუ არ მოუხმო, იქითკენ მიდის საქმე, რომ მართლა ხაბე, ხაზარაძე, ბოკერია მოვლენ ხელისუფლებაში; ხალხი მათაც მოინელებს, მაგრამ მანამდე ეს ზარქუა, კალაძე, მაჭარაშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე... ციხეში რომ ამოყოფენ თავს? და მერე იქ რა "ოქრუაშვილურად" მოიქცევიან ვინ იცის?
10 საათის უკან