დავით მათიკაშვილი საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე: თითქოს მოვლენებს დაასწრეს და ამ ნაცური ფასადის ფონზე, საფრანგეთის ელჩი ხელს აწერს გრანტების გაცემას ნაცებზე. ეს ყველაფერი მათზე მეტყველებს

დავით მათიკაშვილი საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე: თითქოს მოვლენებს დაასწრეს და ამ ნაცური ფასადის ფონზე, საფრანგეთის ელჩი ხელს აწერს გრანტების გაცემას ნაცებზე. ეს ყველაფერი მათზე მეტყველებს

თითქოს მოვლენებს დაასწრეს და ამ ნაცური ფასადის ფონზე საფრანგეთის ელჩი ხელს აწერს გრანტების გაცემას ნაცებზე. ეს ყველაფერი მათზე მეტყველებს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა საფრანგეთის საელჩოს მიერ გიორგი კანდელაკის ენჯეოს დაფინანსების შესახებ ინფორმაციას.

„ერთადერთ მიზანს ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებები - მოხდეს თანხების შემოდინება გამჭვირვალედ. იყოს თანხმობები სახელმწიფოს მხრიდან გაცემული, იმდენად რამდენადაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს გრანტები არა კეთილი, არამედ ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი, რეპრესიული და რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენება. ამ ჭრილში, თითქოს მოვლენებს დაასწრეს და ამ ნაცური ფასადის ფონზე საფრანგეთის ელჩი ხელს აწერს გრანტების გაცემას ნაცებზე. ეს ყველაფერი მათზე მეტყველებს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა.

საფრანგეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კონკრეტული კითხვებით მიმართა, რა ოდენობის გრანტზეა საუბარი და რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა ამ დრომდე დიპლომატიური წარმომადგენლობა დუმს.