საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ. ვოლსკის თქმით, ადეიშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გერმანიაში იმყოფებოდა, არათუ ადამიანის უფლებები დაარღვია, არამედ ბიუჯეტი და ჯარი გაძარცვა კეზერაშვილთან ერთად.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც კეზერაშვილი, გინდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე სისხლში არიან გასვრილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ე.წ. შეცდომებთან, რომლებიც ხელისუფლების მიერ იყო დაშვებული და რომელშიც თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი. შალვა პაპუაშვილი პიტერ ფიშერს ახსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, ადამიანი, რომელიც არა ერთ დანაშაულშია მხილებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ.