გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე

გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე "ტანჯულის მანტიის მოსხმა" სრული ნაგვობაა

“დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე "ტანჯულის მანტიის მოსხმა" კი სრული ნაგვობაა”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ. 

ანალიტიკოსის თქმით, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე მას არავინ "დევნიდა".

“სააკაშვილის "კარის რეჟისორი", მისგან ორდენებით, პრივილეგიებით გაჯერებული დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა, კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე არავინ "დევნიდა" ამ ნაცჯამბაზს.

დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე "ტანჯულის მანტიის მოსხმა" კი სრული ნაგვობაა. 

საქმეც იმაშია, რომ დავით დოიაშვილი იმ მარგინალ უნიჭოთა ნაცპლეადაშია, რომლებსაც ხელოვნების ენაზე, ალეგორიული ნაშრომებით არ შეუძლიათ მთავრობის განსჯა, ისიც ქუჩის უდონო აქტივისტების ნიშაშია ჩაქვავებული.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.