ლევან ნიკოლეიშვილი: აქციებზე ერთ-ერთი პოლიციელი იმ დონეზე დაშავდა, რომ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არ მსმენია ჯერჯერობით ელემენტარული წუხილი

არამშვიდობიან აქციებზე ერთ-ერთი პოლიციელი იმ დონეზე დაშავდა, რომ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არ მსმენია ჯერჯერობით ელემენტარული წუხილი, ან თანადგომა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში“ ნოემბრის აქციების დროს პოლიციელის დაშავების ფაქტს.

„ვიხილეთ რამდენიმე აქცია, რომელიც არ იყო მშვიდობიანი. ამ არამშვიდობიან აქციებს შეეწირა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ერთ-ერთი პოლიციელი იმ დონეზე დაშავდა, რომ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არ მსმენია ჯერჯერობით ელემენტარული წუხილი, ან თანადგომა. ამ პოლიციელს პირადად არც მე ვიცნობ, მაგრამ არის ის სამართალდამცავი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მართლწესრიგს და დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. როდესაც ასეთი ადამიანი ასეთ დაზიანებას იღებს, მინიმუმ მორალური მხარდაჭერა მაინც უნდა გამოუცხადონ“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.