ურსულა ფონ დერ ლაიენი: დასავლეთი, რომელსაც ვიცნობით, აღარ არსებობს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დასავლეთი, რომელსაც ვიცნობით, აღარ არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაინი აცხადებს, რომ აღარ არსებობს ის დასავლეთი, რომელსაც ვიცნობდით. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფებმა საფრთხე შეუქმნა დასავლეთის ერთიანობას.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ევროპაა თანასწორობისა და დემოკრატიისთვის საუკეთესო ადგილი.

ფონ დერ ლაიენმა ირიბად გააკრიტიკა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და თქვა რომ ევროპას არ ჰყავს ოლიგარქები, არ ახდენს სამხედრო აგრესიას სხვა ქვეყნებზე და არ სჯის მეზობლებს.

დოი ესეც თქვენი მოქმედების შედეგია ურსულა,ძალით აჯავრებთ ხალხს!
1 დღის უკან
თომა 🤣🤣
1 დღის უკან