დონალდ ტრამპი: ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი

დონალდ ტრამპი: ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი

ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში წინა სააღდგომო ლოცვასა და ვახშამზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა ორი ბიოლოგიური სქესის აღიარებაა.

„მე მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა ავუკრძალე. ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. ხელი მოვაწერე აღმასრულებელ განკარგულებას, რომ ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა არის ასეთი: ღმერთმა შექმნა ორი სქესი - ქალი და კაცი. ასე რომ, წელს სააღდგომოდ ბევრი რამ გვაქვს საზეიმო. ვფიქრობ, წელს ყველაზე დიდებული აღდგომა გვექნება. ჩვენი სიძლიერისა და სიხარულის რეალური წყარო არის ღმერთისადმი რწმენა, და ჩვენ ამას არასდროს შევცვლით. არსებობს მოძრაობა, რომ ეს შეცვალონ, თუმცა ამას არასდროს დავუშვებთ“, - თქვა ტრამპმა.