ირაკლი ქადაგიშვილი 9 მაისთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის პოსტზე: ძალიან სწრაფად დაივიწყეს [სხვადასხვა ქვეყნებმა 8 აგვისტოს ომი] და ერთი წლის თავზე მოსკოვში აღლუმზე, პუტინთან ერთად მათი საპატიო ნაწილებიც ჩაატარეს

ირაკლი ქადაგიშვილი 9 მაისთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის პოსტზე: ძალიან სწრაფად დაივიწყეს [სხვადასხვა ქვეყნებმა 8 აგვისტოს ომი] და ერთი წლის თავზე მოსკოვში აღლუმზე, პუტინთან ერთად მათი საპატიო ნაწილებიც ჩაატარეს

ძალიან სწრაფად დაივიწყეს და ერთი წლის თავზე მოსკოვში აღლუმზე, პუტინთან ერთად მათი საპატიო ნაწილებიც ჩაატარეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომელთა ლიდერებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე, 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში ჩავიდნენ.

ის, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც ასევე, 9 მაისთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მაშინ საქართველო დაივიწყეს, ვინაიდან მათ პირად ინტერესებს არ ეხებოდა.

„ორმაგი სტანდარტი დღეს უკვე მრავალმაგ სტანდარტში გადაიზარდა. იმდენი უსტანდარტობაა ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს. გამომდინარე აქედან, ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომ საქართველო ამ შემთხვევაში პატარა იყო, მათ პირად ინტერესებს არ ეხებოდა, ის ლოკალური მიზანი მიღწეული იყო, რაც საჭირო იყო. ამიტომ ძალიან სწრაფად დაივიწყეს და ერთი წლის თავზე მოსკოვში აღლუმზე, პუტინთან ერთად მათი საპატიო ნაწილებიც ჩაატარეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…

რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.