ჩვენ რასაც ვამბობდით დაგვიდასტურა ბატონმა უგულავამ, რომ რასაც უცხოეთი გვეტყვის, იმას გავაკეთებთო, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„დადგება ეს დრო, რომ უცხოელები გვეტყვიან მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო. არავინ არ ეკითხება ამათ მიიღონ თუ არა მონაწილეობა. ეტყვიან უცხოეთიდან და მიიღებენ. არ არის ბევრი დრო დარჩენილი, მცირე ხნის ერე გამოვლენ და იტყვიან, რომ დედას ვიფიცებოდით, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ნიჩურიტი გვქონდაო და ახლა მოგვიწევს მონაწილეობის მიღებაო“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.