შეიძლება ეს ყველაფერი ობიექტურად არ იყოს გამოყენებული, მათ შორის შემიძლია მაგალითად მოვიყვანო დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების შეჩერება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს.
„იმედი მაქვს, რომ ამ [სავიზო ლიბერალიზაციის გამარტივება] კრიტერიუმების გამოყენება მაქსიმალურად ობიექტურად მოხდება. ძირითადად, ეს კრიტერიუმები ეხება ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ზრდას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას, ასევე სავიზო პოლიტიკის თანხვედრას ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. შეიძლება ეს ყველაფერი ობიექტურად არ იყოს გამოყენებული, მათ შორის შემიძლია მაგალითად მოვიყვანო დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების შეჩერება“, - აღნიშნა სამხარაძემ.