ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ, მათი რეიტინგი არის ფსკერზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემაზე.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა უკვე მიიღო მითითება და შესაბამისი განცხადებებიც კეთდება.
„რადიკალური ოპოზიცია არის ყოველთვის მოლოდინში იმისა, თუ რას ეტყვიან უცხოელი კურატორები. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის გარკვეულ ფლანგთან მიმართებაში შესაბამისი მითითება არის უკვე მისული, რაც განაპირობებს მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყეს მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ჯერჯერობით, კვლავაც ბუნდოვანება აქვს ამ საკითხთან მიმართებით, როგორც იკვეთება და ისინიც არიან ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში. მათი მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ისინი არიან აბსოლუტურად ფრუსტრირებულები, მათი რეიტინგი არის ფსკერზე”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ოპოზიციაში დაპირისპირება და განხეთქილებაა. ნაწილი ირწმუნება, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, ნაწილი კი აღიარებს, რომ უცხოელი პატრონების დავალებას ელოდება.