ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ფრიდრიხ მერცს სოციალურ ქსელში ერის მოღალატე უწოდა, გერმანიის მომავალმა კანცლერმა კი მას ამის გამო უჩივლა. ინფორმაციას Reitschuster-ი ავრცელებს.
„შვეიცარიელმა გაიხუმრა - მერცი კი ჩივის“ - Reitschuster-ი სტატიას ასეთი სათაურით ავრცელებს.
„შვეიცარიელი მერცს „ერის მოღალატეს“ უწოდებს. მერცი მას უჩივის. სიტყვის თავისუფლება? მაშინ, როდესაც ეს არ ვნებს. Reitschuster-ი ჰყვება: ეს პირველი შემთხვევა არ არის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავტორიტარიზმში“, - ნათქვამია სტატიაში.
შვეიცარიელ მამაკაცს შეურაცხყოფისთვის ჯარიმა დააკისრეს.
„ფრიდრიხ მერცი ეს არის ადამიანი, რომელიც კანცლერის პოსტის დაკავებისთვის სერიოზულად ემზადება და სასამართლო სისტემას ისეთი განცხადების გამო იყენებს, რომელზეც სხვა სერიოზული პოლიტიკოსი უბრალოდ მხრებს აიჩეჩავდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევა 2023 წელს მოხდა, როდესაც მერცს სოციალურ ქსელ X-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალბატონმა მას ნაცისტი უწოდა. ნახევარი წლის შემდეგ პოლიცია მის სახლში მივიდა და ჩხრეკა ჩაატარა. კიდევ ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა მერცს „ბინძური ლოთი“ უწოდა. მის სახლშიც ანალოგიურად პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მას ტელეფონი და კომპიუტერი ჩამოართვეს, - ნათქვამია სტატიაში.
გერმანიაში, მათთვის პირიქითაა?!