ჩორჩანას მკვიდრი არჩილ ლომიძე გახარიას მიერ საგუშაგოს ჩადგმაზე: სოფლისთვის რაც იყო ტრაგიკული - ტერიტორია დავკარგეთ. პოსტის დადგმის შემდეგ არათუ მდინარის აქეთ გადმოვიდნენ [ოკუპანტები], მთლიანად კილომეტრ-ნახევარი ამოიწიეს ზემოთ

სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები არჩილ ლომიძე, „ქრონიკასთან“ იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც გიორგი გახარიას მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე.

მისი თქმით, ადგილობრივებისთვის ყველაზე ტრაგიკული ის ფაქტია, რომ ამ ქმედების შედეგად, ტერიტორიები დაიკარგა და ოკუპანტები ერთ კილომეტრზე მეტით გადმოვიდნენ.

„ჩვენთვის, სოფლის მოსახლეობისთვის რაც იყო მართლა ტრაგიკული, ეს არის ის, რომ ტერიტორია დავკარგეთ. ეს პოსტი რომ დაიდგა, მერე არათუ მდინარის აქეთ გადმოვიდნენ [ოკუპანტები], მთლიანად, კილომეტრ-ნახევარი ამოიწიეს ზემოთ და განათავსეს [პოსტები] ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ჩავდიოდით მოსახლეობა, შეშასაც ვჭრიდით კანონის შესაბამისად, ხრეშითაც ვსარგებლობდით“, - განაცხადა არჩილ ლომიძემ.

მარბიელი გაგიცვდათ ეს ნაცებისაგან გადმოღებული მეთოდი - გამოყავით 500 ლარი და ათ ისეთს მოვიყვან, საწინააღმდეგოს რომ იტყვის!
4 საათის უკან