იაგო ხვიჩია: თუ ბიძინა ასეთია, თუ რუსული რეჟიმი გვაქვს - როგორ აქვს „თიბისის“ მილიარდიანი მოგება, სადაც 20% ხაზარაძე/ჯაფარიძისაა? მისი ამდენი მშენებლობა რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ?

იაგო ხვიჩია: თუ ბიძინა ასეთია, თუ რუსული რეჟიმი გვაქვს - როგორ აქვს „თიბისის“ მილიარდიანი მოგება, სადაც 20% ხაზარაძე/ჯაფარიძისაა? მისი ამდენი მშენებლობა რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ?

წინა არჩევნების დროს ხომ არავინ გაარჩია, საიდან მოაქვს გვარამიას ფული, ამაზე ხომ საერთოდ არავინ ლაპარაკობდა? -  ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ კითხვები უნდა დაისვას „ლელოსთან“ მიმართებითაც, რომელიც ასეულობით მილიონს შოულობს იმის მტკიცების ფონზე, რომ ქვეყანაში „რუსული რეჟიმია.“ 

ხვიჩიას თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ასეულობით მილიონს შოულობენ და პარალელურად, პოლიტიკაში უაზროდ ხარჯავენ, ასევე ახდენენ ტელევიზიების პარალიზებას და ჟურნალისტებს პროფესიასაც ართმევენ. 

„ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, „ლელო“ რომ პარალელურად ასეულობით მილიონს შოულობს, „თიბისის“ რომ მილიარდ სამას მილიონიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რომ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვს აქედან, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, მისი ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ? თუ ბიძინა ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შოულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში, რომ არასდროს არაფერი გამოვიდეს, როგორ აჩერებს ტელევიზიებს და როგორ აპარალიზებს ტელევიზიებს, როგორ გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც „ტვ პირველში“ ხომ ყველა ჟურნალისტს პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში,“ - განაცხადა ი