რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მან ისაუბრა, რადიკალური ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსებზე.
„როდესაც არ არის შენზედ დამოკიდებული და ხარ სრულიად მიბმული გარე ძალების ნება-სურვილზე, მცდელობები, რომ გაერთიანდნენ ან განცალკევდნენ, ეს გამოსავალი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში, კოლაფსით არის მათი პოლიტიკური რეალობა დასრულებული. თუმცა, მცდელობას „დიფ სთეითი“ არ აკლებს, რათა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მომართოს აქ არსებული პოლიტიკური რეალობა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამ კითხვაზე საერთო პოზიცია ისევ არ არის. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
ანუ წლების მანძილზე გახარია ქებაში რომ იყავით ყველანი ივანიშვილით დაწყებული,ხალხს გვატყუებდით? აგენტს გვიქებდით?
ანუ შავზე გვეუბნებოდით თეთრიაო?
იქნებ გგონიათ მარა ახლაც არა ხართ ჯანზე და ხვალ გვითხრათ, რომ კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე აგენტები იყვნენ, მაგრამ ვერ გეუბნებოდითო? იქნებ მათთვისაც შექმნათ კომისია და არკვიოთ ვინ და რატომ შემოიყვანა გავრილოვი?
თუ ასე წარბშეუხრელად შეგიძლიათ ჩვენი მოტყუება, დღევანდელ თქვენს ხმაშეწყობილ პროპაგანდას როგორ, ან რატომ ვენდოთ?