აღმოჩნდა, რომ [ყოფილ] პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ ახსოვს რა ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა ბევრი რაღაცის გახსენება მაინც მოუწია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსმენას.
„მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ის, თუ როგორ შეხვდა გადადგომის წინა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან სრულიად სხვა რამე გამოიკვეთა, რომ მოთხოვნა იქნებოდა ყველა შემთხვევაში - ხელი არ ახლოთ ამ ადამიანს, [ნიკა მელია] ამ ადამიანის დაჭერა არ გაბედოთ. სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პოზიცია, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო კატეგორიულად განსხვავებული, ის გადადგა თანამდებობიდან. გადადგა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით ჩამოშლიდა სახელმწიფოს, რაც არ მოხდა; გადადგა იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ასეთი დავალება მისცეს ზუსტად იმ ელჩებმა, რომელთა ნათქვამზეც დადიოდა“, - განაცხადა სუბარმა.
გახარიამ კარგად გაიხსენა, თუ ვინ ჩამოიყვანა საქართველოში გავრილოვი და ვინ უმასპინძლა მას
...