ბოლო ბოლო მოვისმინეთ, რომ იყვნენ უცხოური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მასზე და მისი გადაწყვეტილების მიღებაზე, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი გიორგი გახარიას საპარლამენტო დროებით კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს, კონკრეტულად კი იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომამდე ელჩებს შეხვდა.
„მოვისმინეთ მისგან [გიორგი გახარიასგან] ბევრი ჭორ-მართალი, ჭორაობაც. ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც იყო, როდესაც ადამიანი უხილავ ხელზე, უჩინარ ადამიანზე საუბრობს, მისგან ბოლო ბოლო მოვისმინეთ, რომ იყვნენ უცხოური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მასზე და მისი გადაწყვეტილების მიღებაზე. ანუ იგი მოქმედებდა არა იმით, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს შიგნით - გუნდმა, პარლამენტმა და ა.შ., არამედ უცხო ქვეყნის გავლენით და დაკვეთით.
კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე თვით ადრე და ლოგიკურია ეს ყველაფერი გამიზნული და გათვლილი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალური ზიანი მიეღო ხელისუფლებას და მითუმეტეს, საზოგადოებამაც ნახა რა მოხდა არჩევნებზე - სააკაშვილის დაბრუნება იმ უკანონო ფორმით როგორც მოხდა და მცდელობა, რომ აზვირთებულიყო საზოგადოებრივი ნეგატიური პროცესები“, - აღნიშნა მახაშვილმა.