ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, აფინანსებენ ისეთი ტიპის ენჯეოებს, რომლებიც ამ დაფინანსებას ხარჯავენ ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელ სამუშაოებში - დონორმა ორგანიზაციამ უნდა აუხსნას მთავრობას კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა

სამწუხაროდ, აფინანსებენ ისეთი ტიპის ენჯეოებს, რომლებიც შემდეგ ამ დაფინანსებას ხარჯავენ ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელ სამუშაოებში, რევოლუციის მოწყობის მცდელობებში და ასე შემდეგ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

„აქ იცვლება ერთადერთი რაღაცა, რომ დონორმა ორგანიზაციამ უნდა აუხსნას მთავრობას კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა და თუ ეს კეთილშობილურ მიზნებს ხმარდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მთავრობა ძალიან დიდი სიხარულით დაადებს ვიზას ამ ყველაფერს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.