დავით მათიკაშვილი: ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა. საქართველოში შემოდინებული ნებისმიერი თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე

დავით მათიკაშვილი: ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა. საქართველოში შემოდინებული ნებისმიერი თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე

ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, რა თქმა უნდა გრანტები ისევ გაიცემა, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში შემოდინებული ნებისმიერი თანხა უნდა იყოს გამჭვირვალე.

„ვითომდა საჩუქრად მიღებული თანხები, ეგრეთწოდებული გრანტები, სინამდვილეში, ძალიან ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს არა კეთილშობილური მიზნით გაცემულ სახსრებს, არამედ დესტრუქციის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის გაცემულ თანხას. რა თქმა უნდა, ამის პრევენცია უნდა მოხდეს. ბუნებრივია, ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, რა თქმა უნდა გრანტები ისევ გაიცემა, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება კონკრეტული პირის მიერ გრანტის გაცემაც და მიღებაც“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.