ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც ის პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა მაგრამ დახვდნენ პროფესიონალები

ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც ის პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა მაგრამ დახვდნენ პროფესიონალები

ბატონი გახარია დღეს საგამოძიებო კომისიაზე მობრძანდა. მას ცოტა სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც იგი პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა აქ და უფრო აიწევდა თავის რეიტინგს. რატომღაც ეგონა, რომ უტრირებულად, რომ ვთქვათ ამ კომისიაზე მას დახვდებოდა ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ბატონი გვარამია, ქალბატონი ბოკუჩავა... მაგრამ იქ დახვდნენ რეალური პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ითვლება თუ არა, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლით აღიარა საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგიდან მოხსნილია ვინაიდან გიორგი გახარიას პარტიული სიაც კი არ ჩაუხნია.

„რატომ მიბრძანდა ბატონი გახარია და რატომ დატოვა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ განაწყენებული, ესეც ალბათ სპექტაკლის ნაწილია და შეიძლება ინსტრუქციაც არა აქვს ჯერ მოსული თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ვინაიდან ჩვენ ვატყობთ რა ქაოსი არის თვითონ ოპოზიციაში და არ არის ჩამოყალიბებული საერთოდ მაგათი საერთო ხედვა, საერთო გეგმა. იღებენ თუ ვერ მიიღებენ, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ასე შემდეგ.

ბატონ გახარიას არ მოუმართავს პარლამენტისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტოდა მისი სიით გასულ დეპუტატებს. შესაბამისად, ამით რა თქმა უნდა იგი პარლამენტის წევრად ითვლება, ის დანარჩენი დეპუტატებიც. იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არა მარტო ბატონმა გახარიამ, ბატონმა ხაზარაძემაც და უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობამაც“ სახელმწიფო დაფინანსებაც კი აიღო იმ ხმების პროპორციის მიხედვით, რა ხმებიც მათ არჩევნებში მიიღეს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და სხვათა შორის „ისფედი“, რასაც არ ეწინააღმდეგება. „ისფედსაც“ პარალელური ხმების დათვლა ანალოგიური შედეგით აქვს დათვლილი. უბრალოდ ისინი ანგარიშს არ აქვეყნებენ, ვინაიდან არ აწყობთ ანგარიშის გამოქვეყნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია. ანუ ფაქტობრივად, ახლა ამ მისვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რა თქმა უნდა პარლამენტი ლეგიტიმურია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.