წულუკიანმა გახარიას მოუწოდა, ნუ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ის არის, ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

წულუკიანმა გახარიას მოუწოდა, ნუ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ის არის, ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

მე, როგორც დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გეუბნებით და აქ ბრძანდება მაშინდელი, როცა თქვენ იქ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართეთ, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, გეუბნებით, რომ თქვენ ვერ მიაღწიეთ მიზანს ამ საგუშაგოს განთავსებით, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულიყო და იმათ არ განეთავსებინათ საგუშაგოები, რომლებიც მანამდე არ ქონდათ, -  ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს თაობაზე საუბრისას. 

წულუკიანმა გახარიას მოუწოდა, ნუ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ის არის, ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე. მანვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ სუს-თან შეთანხმების გარეშე, სიურპრიზად აღმართა საგუშაგო, რის შემდეგაც მეორე მხარემ უფრო შემაღლებულზე დააყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოწია საოკუპაციო ხაზი და რეალურად უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები აქვს საქართველოს დღეს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. 

„მინიმუმ ის მაინც შეძელით, რომ საზოგადოებას ნუ ატყუებთ, როდესაც ინტერვიუებში, ალბათ აღარ გაქვთ ინფორმაცია და ამიტომ, რომ თითქოსდა თქვენ ხართ რაღაცა ტიპის ყოვლისშემძლე გმირი, სიურპრიზად საკუთარი უსაფრთხოების სამსახურს და ქვეყანას იქ აღუმართეთ, მართლა სიურპრიზად აღუმართეთ საგუშაგო და დღეს იმ საგუშაგომ, რომელიც ჩვენ გვაქვს და დღევანდელი სახელმწიფო ინარჩუნებს იმ საგუშაგოს, იქ არიან ქართველი სამართალდამცველები, უფრო შემაღლებულზე მეორე მხარემ დაუყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოწია საოკუპაციო ხაზი და რეალურად უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა. მინიმუმ იმას მაინც ნუ ამბობთ, რომ პროცედურა დაიცავით, სუს-ი თანახმა იყო, ყველა თანახმა იყო, პრემიერმა ორი ხელი აუწია. ეს არ არის ასე და რომ თითქოს თქვენ ხართ ის, ვინც ერთი საგუშაგოს განთავსებით ოკუპანტ სახელმწიფოს ხელი ააღებინეთ, რომ ხაზი გადმოეწია. ეს არის ტყუილი, ხაზი გადმოწიეს თქვენს მიერ იქ საგუშაგოს განთავსების შედეგად“, -  განაცხადა თეა წულუკიანმა.