როგორ შეიძლება, იზოლაციაში იყოს მოქცეული ქვეყანა და ამავე დროს ეკონომიკური განვითარებით იყოს პირველ ადგილზე მთლიანად კონტინენტზე, როგორ შეიძლება იზოლაციაში მყოფ ქვეყანას ჰქონდეს მოწინავე პოზიციები ეკონომიკური და სხვადასხვა განვითარების მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა იზოლაციაშია მოქცეული.
„სხვადასხვა ფორუმშიც ძალიან ინტენსიურადაც ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ. რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ თავს თავად იქცევენ იზოლაციაში ქართველი ხალხისაგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.