საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზე საუბრისას.
„ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა არის მთლიანად ჩართული, საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაბამისად საქართველოს არმოხსენიება ნიშნავს ან არაკომპეტენტურობას, ან პირდაპირ მავნებლობას. სწორედ ამას მიუძღვნა თავისი განცხადება ბატონმა ალიევმა, რითაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა“, -აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.